კორონავირუსით ბოლო 24 საათში ჩინეთში 5000-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა

კორონავირუსით ბოლო 24 საათში ჩინეთში 5000-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა. დაავადებულთა შორის 1700 ადამიანი სამედიცინო პერსონალია.

ამ ინფორმაციას ჩინეთის ხელისუფლება ავრცელებს.

ჩინეთის ჯანდაცვის სახელმწიფო კომიტეტის მონაცემებით, ბოლო 24 საათში, მხოლოდ პროვინცია ხუბეიში, კორონავირუსით 116 ადამიანი დაიღუპა.

იმ რეგიონებში სადაც ვირუსის ყველაზე მეტად არის გავრცელებული, მედიკამენტებისა და დამცავი საშუალებების დეფიციტია.

მანმადე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტმა განაცხადა:

„ჩვენი პროგნოზით, კორონავირუსით შეიძლება დედამიწის მოსახლოების 2/3-ი დაინფიცირდეს“.

ფლორიდის უნივერსიტეტის ინფექციური დაავადებების შესწავლის ცენტრის თანამშრომელი აირა ლონჯინი აცხადებს,   მისი პროგნოზი დაფუძნებულია იმ ვარაუდზე, რომ ახალი ტიპის ვირუსი ერთი ადამიანიდან, როგორც წესი, კიდევ ორ სხვა პიროვნებას გადაეცემა.

ვირუსის გავრცელების შეჩერებას ართულებს ისიც, რომ ზოგიერთ ინფიცირებულს ვირუსის სიმპტომების პრაქტიკულად არ აღენიშნება.

ჩინეთის ხელისუფლების ცნობით, იმ რეგიონებში, სადაც ვირუსის ყველაზე მეტად არის გავრცელებული, მედიკამენტებისა და დამცავი საშუალებების დეფიციტია.

30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა.

 

კომენტარები