კორონავირუსით დაინფიცირდნენ ადამიანები, რომლებმაც ადგილობრივი ვაქცინა გაიკეთეს

რუსეთში, კემეროვოს ოლქში, მედიკოსს კორონავირუსი დაუდასტურდა. მას კორონავირუსის საწინააღმდეგო პირველი აცრა ჰქონდა გაკეთებული.

-„დაავადება გამოვლინდა ვაქცინაციიდან მეხუთე-მეექვსე დღეს, საინკუბაციო პერიოდის გათვალისწინებით, არასწორია იმის თქმა, ეს ვაქცინაციას უკავშირდება. იმუნიტეტის გამომუშავება პირველი აცრის შემდეგ იწყება, საბოლოოდ ის ადამიანის ორგანიზმში მეორე აცრის შემდეგ ყალიბდება“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ელენა ზელენინამ.

ექიმების ინფიცირების მსგავსი შემთხვევები მანამდე ალთაის მხარეში დაფიქსირდა.

კომენტარები