„კორონავირუსით დაინფიცირებულმა თენგიზ ცერცვაძემ „რემდესივირის” საკუთარ თავზე გამოყენების გადაწყვეტილება თავად მიიღო“ – ამირან გამყრელიძე

-„რემდესივირი“ არ არის ყოველდღიური მოხმარების მედიკამენტი, გამოიყენება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით, შესაბამისი ჩვენებებით კლინიკაში.

კორონავირუსით დაინფიცირებულმა ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ „რემდესივირის” საკუთარ თავზე გამოყენების გადაწყვეტილება თავად მიიღო.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციაა, რამდენიმე კვლევის მიხედვით, თითქოს, არ მისცა სტატისტიკურად ვალიდური შედეგი, მაგრამ ძალიან ბევრი კლინიკა მსოფლიოში დღესაც რემდესივირს იყენებს, რომელიც გახლავთ პირდაპირი მოქმედების ანტივირუსული პრეპარატი. ის 2014-2015 წლებში შეიქმნა ებოლას საწინააღმდეგოდ. ანუ, – პირდაპირ ებოლას ვირუსზე მოქმედებს. ასევე აქტიურად იქნა გამოყენებული COVID-19-ის შტამზე, იქაც მისცა შედეგები. მაღალი რანგის სპეციალისტმა, თენგიზ ცერცვაძემ საკუთარ თავზე გამოიყენა ეს პრეპარატი და შედეგი არის“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა,  ამირან გამყრელიძემ.

საქართველოსი კორონავირუსის 3 216 ახალი დადასტურებული შემთხვევა

კომენტარები