კორონავირუსით ექიმი გარდაიცვალა – „დღეს მისი გაწერა იგეგმებოდა“
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმი, რეანიმატოლოგი ისლამ საფაროვი კორონავირუსით გარდაიცვალა. ცხრა დღის განმავლობაში ამავე კლინიკაში მკურნალობდა.
-„პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო, დღეს მისი გაწერა იგეგმებოდა, მდგომარეობა მოულოდნელად დამძიმდა. პირველი დღიდან ჩართული იყო ამ უხილავ მტერთან ბრძოლაში, არაერთი პაციენტი გადაარჩინა. 8 დღის უკან დაუდგინდა კორონავირუსი, მდგომარეობა იყო დამაკმაყოფილებელი. თავად აკონტროლებდა მის მდგომარეობას. გამთენიისას მდგომარეობა უეცრად დამძიმდა, მოასწრო დარეკვა რეანიმაციაში. გულის უეცარი გაჩერება“, – განაცხადა საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა, გია კიკაბიძემ.
ბათუმში, გუშინ სამედიცინო პერსონალი კორონავირუსით გარდაიცვალა, ის შუახევის კლინიკაში მუშაობდა.
საქართველოში კორონავირუსის3 443 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 539 პაციენტი.