კორონავირუსით ინფიცირებულმა ქალმა ნაყოფი დაკარგა

ბათუმის სამშობიარო სახლში კორონავირუსით ინფიცირებულმა ქალმა ნაყოფი დაკარგა.

კლინიკის ექიმის, ნუგზარ პაპავას განცხადებით, ფეხმძიმე კლინიკაში პირველ ოქტომბერს მოათავსეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო. ნაყოფის გულისცემა კარგი იყო, განმეორებით შემოწმებისას, ბავშვის გულისცემა არ დაფიქსირდა.

ბათუმის სამშობიარო სახლში სამედიცინო სასამართლო ექსპერტები იმყოფებიან, ნაყოფის დაღუპვის მიზეზებს ადგენენ.

კომენტარები