კორონავირუსით ინფიცირებული 1 038 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა – თბილისში – 488

საქართველოსი კორონავირუსის 3 216 ახალი დადასტურებული შემთხვევაა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 135 584-ს.
ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 3 937 პირი, ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 113 986-მდე.

ამ ეტაპზე ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული 1 038 მძიმე პაციენტია.  მათ შორის, თბილისში – 488, აჭარაში -165, იმერეთში – 217. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 466 პაციენტი, მათგან თბილისში – 221, აჭარაში – 122, იმერეთში – 39.

უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 37 ახალი შემთხვევა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 1 267 გარდაცვალების შემთხვევა.
3 216 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით:

თბილისში გამოვლენილია 1 622 შემთხვევა, აჭარაში-313, იმერეთში-517, ქვემო ქართლში-187, შიდა ქართლში-82, გურია-19, სამეგრელო-ზემო სვანეთში-160, კახეთში-161, მცხეთა-მთიანეთში-77, სამცხე-ჯავახეთში-74, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში-4.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 20 305. მათ შორის, 6 383 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში-2 798, აჭარაში-991, იმერეთში-1 240. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 038 პირი, მათ შორის, თბილისში-488, აჭარაში -165, იმერეთში-217. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 466 პირი, მათგან თბილისში-221, აჭარაში-122, იმერეთში-39. 3 857 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის 1 282- თბილისში, 2 023-აჭარაში, 270-იმერეთში. 10 065 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 2 104 ადამიანი, მათ შორის, თბილისში-455, აჭარაში-1 042, იმერეთში-35.
სულ 6 ოქტომბრიდან-29 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინო სივრცეებში გადაყვანილია-19 150 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 52 822 ადამიანი, მათ შორის თბილისში-18 901 პირი, აჭარაში-12 485, იმერეთში-4 986.

 

 

კომენტარები