კორონავირუსით ინფიცირების 551 ახალი დადასტურებული შემთხვევა- 880 პირი გამოჯანმრთელდა
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 551 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, 880 პირი გამოჯანმრთელდა. ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 23 ახალი შემთხვევაა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 796 პირი ემსხვერპლა.
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 7 898 კვლევა ტესტით, მათ შორის 4 371 კვლევა ანტიგენის ტესტით და 3 527 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 551 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 239 780-ს. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 880 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 226 215-მდე.