კორონავირუსით 3 წლის ბავშვი გარდაიცვალა

ბელგიაში კორონავირუსით 3 წლის ბავშვი გარდაიცვალა. ეს ინფორმაცია კრიზისის ცენტრის სპიკერმა დაადასტურა.

კრიზისის დაწყებიდან დღემდე ბელგიაში ვირუსის შედეგად გამოწვეული გართულებებით 9 808 ადამიანია გარდაცვლილი. 64 627 ინფიცირებულია აღრიცხული.

კრიტიკულია 40 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ყოველდღიური შემთხვევები 220-ს  აღწევს.

ოფიციალური ცნობებით, გაახალგაზრდავდა ინფიცირებულთა ასაკი. ივლისში ინფიცირებულთა საშუალო ასაკი 20-დან 59 წლამდე მერყეობს.

კომენტარები