კორონავირუსით 45 წლის კაცი გარდაიცვალა- იმყოფებოდა რეანიმაციულ განყოფილებაში

აჭარაში კორონავირუსით 45 წლის კაცი გარდაიცვალა.

-„ გარდაცვლილი 45 წლის კაცია, მისი მდგომარეობა ფასდებოდა, როგორც მძიმე და იმყოფებოდა რეანიმაციულ განყოფილებაში“, – განაცხადა ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა, გია კიკაბიძემ.

აჭარაში კორონავირუსის 118 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, კლინიკებიდან გაეწერა 54 გამოჯანმრთელებული პაციენტი, გარდაიცვალა 1 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსის 1 612 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 419 ადამიანი გამოჯანმრთელდა

 

კომენტარები