კორონავირუსის ახალი შემთხვევა გარდაბანში – ინფიცირებული სამედიცინო პერსონალის წარმომადგენლის შვილია

გარდაბნის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დადასტურდა.

-„პაციენტი რამდენიმე დღის წინ დაინფიცირებული ერთ-ერთი სამედიცინო პერსონალის წარმომადგენლის შვილია. დედა-შვილი გარდაბნის რაიონში ცხოვრობს. მათ გაჩიანთან საერთოდ შეხება არ აქვთ.

„პისიარ“ ტესტებიდან და საკვლევი მასალიდან ყველა პასუხი უარყოფითია.

ამ ეტაპზე ყარაჯალაში ეპიდემიოლოგები ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობენ.

მუნიციპალიტეტის დანარჩენ სოფლებში ნორმალური ვითარებაა. ვირუსის გავრცელების საფრთხე არ არსებობს.

ყველა სოფელში, სადაც „კოვიდ-19“ დაფიქსირდა, კონტაქტები მოძიებულია, კარანტინში მყოფი პირებიც გათავისუფლდნენ, , ყველგან ნორმალური ვითარება გვაქვს. დანარჩენ სოფლებში, სადაც კორონავირუსი დადასტურდა, ნორმალური ვითარებაა და ვირუსის გავრცელების საშიშროება არ არსებობს.

სოფელი ყარაჯალარიდან ბაზარზე პროდუქტების გატანა შეუფერხებლად მიმდინარეობს. მოსახლეობის ნაწილმა, – რვა ადამიანმა, მოისურვა, პროდუქციის რეალიზება თავად განეხორციელებინა.  მათ გუშინ „პისიარ“ ტესტი ჩაუტარდათ. პასუხები უარყოფითია. სამი დღის განმავლობაში ისინი საკუთარი პროდუქტის ბაზარზე გატანას, კონტროლის დაცვით, შეუფერხელბლად შეძლებენ“, – განაცხადა გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა, რამაზ ბუდაღაშვილმა.

საქართველოში კორონავირუსის ექვსი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1177 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ რვა პაციენტი – გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა სულ 955-ს შეადგენს.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 6969 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 285.

კომენტარები