„კორონავირუსის ახალი შტამი ახალგაზრდებს მეტად რომ აზარალებს,საფუძვლები არ გვაქვს, ვივარაუდოთ“

-„ერთი შემთხვევის ყველა კონტაქტი შესწავლილია, იმყოფებიან იზოლაციაში. შესწავლილია კონტაქტები იმ პაციენტისა, რომელსაც კორონავირუსის ახალი შტამი დაუდასტურდა. ამ თვალსაზრისით, სრული, ღრმა ეპიდკვლევაა ჩატარებული.  თუ რომელ ჯგუფს მეტად აზარალებს ეს შტამი, ამ ეტაპისთვის რამე განსხვავება მეცნიერულად დასაბუთებული არ არის. საფუძვლები არ გვაქვს, ვივარაუდოთ, – ეს შტამი მეტად აქტიურად აზარალებს ახალგაზრდა ასაკის მოსახლეობას. ამასთან დაკავშირებით გარკვეული ვარაუდი გამოითქვა, თუმცა, ეს მონაცემი დადასტურებული არ არის. ერთადერთი, რაც ცნობილია, -შესაძლოა,  მისი გავრცელების სისწრაფე, იყოს უფრო მეტი, ვიდრე პირვანდელი ვერსიის შემთხვევაში“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ.

 

 

კომენტარები