„კორონავირუსის ახალი შტამი – ბავშვებისთვის უფრო გადამდებია, ვიდრე მანამდე არსებული შტამები“
-„დარწმუნებულნი ვართ, ამ ვარიანტს გადადების უპირატესობა აქვს ვირუსის სხვა ვარიანტებთან შედარებით, რომელიც ამჟამად დიდ ბრიტანეთშია ცნობილი“, – განაცხადა ოქსფორდის უნივერსიტეტის ინფექციური დაავადებების პროფესორმა, პიტერ ჰორბიმ.
-„არის იმის მინიშნება, რომ კორონავირუსის ახალ ვარიანტს უფრო დიდი მიდრეკილება აქვს ბავშვების დაინფიცირებისკენ. მეტი ინფორმაცია უნდა შევაგროვოთ, -როგორ მოქმედებს ვირუსის ახალი ვარიანტი. არსებობს საინტერესო ეპიდემიოლოგიური ტენდენციები, როგორ მოქმედებს ეს ვირუსი, რომ მას გააჩნია დიდი მიდრეკილება ბავშვების დაინფიცირებისკენ“, – განაცხადა მთავრობასთან არსებული საკონსულტაციო საბჭოს წევრმა, ლონდონის Imperial College-ის პროფესორმა, ნილ ფერგიუსონმა.
ბრიტანელი მეცნიერები მიიჩნევენ, -„კორონავირუსის ახალი შტამი ისეთ მუტაციებს შეიცავს, რომელიც ბავშვებისთვის უფრო გადამდებია, ვიდრე მანამდე არსებული შტამები“.
14 დეკემბერს მეცნიერებმა კორონავირუსის ახალი სახეობა აღმოაჩინეს.