„კორონავირუსის გავრცელების კუთხით ყველაზე დაზიანებული რეგიონი დღეს ქვემო ქართლია“ – ამირან გამყრელიძე

მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა.

-„დღეს დადასტურებული ორი ახალი შემთხვევიდან ერთი თეთრიწყაროს კლასტერიდანაა, მეორე საკარანტინო ზონიდან.  კორონავირუსის გავრცელების კუთხით ყველაზე დაზიანებული რეგიონი დღეს ქვემო ქართლია.   სამი მუნიციპალიტეტი – ბოლნისი, მარნეული და თეთრიწყარო. ყველაზე მეტი ახალი შემთხვევა ბოლნისის მუნიციპალიტეტშია, შემდეგ თეთრიწყარო და მარნეული“, – განაცხადადაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.

საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 723 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 495 უკვე გამოჯანმრთელდა.  გარდაიცვალა 12 პირი.

კომენტარები