კორონავირუსის გამო ქალი გარდაცვლილი ქმრის გვამთან კარანტინში დატოვეს

იტალიის სავონის პროვინციაში კარანტინის გამო ქალმა რამდენიმე დღე გარდაცვლილი ქმრის გვამთან ერთად გაატარა სახლში, იუწყება ადგილობრივი ტელეარხი IVG.it.
აღინიშნა, რომ კარანტინის წესები თანახმად, კორონავირუსისგან გარდაცვლილის გვამთან მიახლოება აკრძალულია. რეგლამენტით, ნაცხი უნდა აუღონ გარდაცვლილსაც და მეუღლესაც. გარდაცვალებამდე მამაკაცს აღენიშნებოდა კორონავირუსის სიმპტომები, ამიტომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა, დალოდებოდნენ ანალიზის შედეგებს.

ტელეარხის ინფორმაციით, მამაკაცი 9 მარტს გარდაიცვალა. 11 მარტის ჩათვლით ქალი მეუღლის გვამთან ერთად ჩაკეტილი იყო სახლში. ბოლოს ადმინისტრაციამ შეცვალა თავისი გადაწყვეტილება და გვამი გაიტანეს ისე, რომ აღარ დალოდებიან ანალიზის პასუხის მიღებას.
იტალია კორონავირუსის გავრცელებით ევროპაში პირველ ადგილზეა. ოფიციალური მონაცემებით, აპენინებზე უკვე ახალი კორონავირუსით დაინფიცირების 12 ათასზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული, გარდაცლილია 800-ზე მეტი ადამიანი.
წყარო: ria.ru

კომენტარები