„კორონავირუსის დამარცხების შემდეგ,  ვირუსი პაციენტის ორგანიზმში გარკვეულ ნეგატიურ შედეგებს ტოვებს“

საქართველოში კორონავირუსის 478 196 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

აჭარაში – 196,  თბილისში 178, იმერეთში 65, სამეგრელო-ზემო სვანეთში 13, ქვემო ქართლში 15, შიდა ქართლში 6, გურიაში 1, მცხეთა-მთიანეთში – 4.

-„ცალკეული კვლევების თანახმად, კორონავირუსის დამარცხების შემდეგ,  ვირუსი პაციენტის ორგანიზმში გარკვეულ ნეგატიურ შედეგებს ტოვებს.

არის ვარაუდი, – განკურნების შემდეგ, კორონავირუსი ორგანიზმში გრძელვადიან უკუშედეგებს ტოვებს. ახლახან გაჟღერდა ტერმინი „ლონგ კოვიდი“, ანუ გახანგრძლივებული კოვიდი. როდესაც ავადმყოფი გამოჯანმრთელდება, გაეწერება, ვირუსი აღარ აქვს, მაგრამ სიმპტომები უგრძელდება. განსაკუთრებით, – ხველა, თავის ტკივილი, სუნთქვის გაძნელება, სახსრების, კუნთების ტკივილი, დიარეა. ეს, შეიძლება, გაგრძელდეს დღეები, კვირები, თვეები. ამას ჰქვია გახანგრძლივებული კოვიდი. საბედნიეროდ, ჩვენთან, საქართველოში ასეთი შემთხვევები არ არის, ან იმდენად ცოტაა, ისინი არ მოდიან ჩვენთან. არის მეორე ვარიანტიც: – ჩივილები აღარ აქვს, მაგრამ საკონტროლო გამოკვლევაზე თუ მოვიდა 3 თვის, 6 თვის, ერთი წლის შემდეგ, მაგალითად, კომპიუტერული ტომოგრაფიით, ჩანს გარკვეული ცვლილებები ფილტვებში. მაგალითად, ფიბროზული ცვლილებები რჩება ან იყოს დარჩენილი გულის კუნთის დაზიანება, ან – თავის ტვინში. ცალკეული კვლევებით ამბობენ, რომ ეს ასე ხდება და კოვიდი, ხშირ შემთხვევაში, მთლად უკვალოდ არ გადის და რაღაც კვალს ტოვებს. ეს ასეა თუ არა, ჯერ არავინ იცის, რადგან ასეთი კვლევები ძალიან ცოტა იყო. ამიტომ არ ღირს ამ საკითხზე ისეთი განცხადებების გაკეთება, რამაც, შეიძლება, გამოიწვიოს გარკვეული შეშფოთება. ჯერჯერობით, მაინც ითვლება, რომ კოვიდგადატანილი პაციენტი ჯანმრთელია“, – განაცხადა ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში,.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 12 272 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 6 538 ადამიანი, გარდაიცვალა 93 პაციენტი.

კარანტინის რეჟიმში 5 590 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კომენტარები