„კორონავირუსის დროს ხელისუფლებამ იმუშავა როგორც სამოსანმა და ეს კომპლიმენტია ოროსანი ხელისუფლებისთვის“

-„კორონავირუსის დროს ხელისუფლებამ იმუშავა როგორც სამოსანმა. ეს კომპლიმენტია იმიტომ, რომ ოროსანი ხელისუფლებისთვის სამიანი კომპლიმენტია.

ზოგადად სკოლიდან, ალბათ, გახსოვთ, როგორი უტიფარი თვითკმაყოფილების მქონე სახე აქვს ოროსანს, როცა სამიანს მიიღებს. დაახლოებით ასეთი თვითკმაყოფილი სახეებით ვხედავ დღეს ჩვენს ხელისუფლებას, რომელიც აბსოლუტურად არაადეკვატურია თავის გადაწყვეტილებებში. მაგრამ ახლა ბურთი ოპოზიციის მხარეს არის. ჯამურად ოპოზიცია მოუგებს „ქართულ ოცნებას“, რაც არ უნდა რესურსები გამოიყენოს. მთავარია, ჯამი, ანუ ერთობა და თანხმობა პრინციპულ საკითხებზე. განვლილმა თვეებმა აჩვენა, ამ ერთობას ალტერნატივა არ აქვს. სხვა შემთხვევაში ივანიშვილი უკვე რამდენი ხანია ცდილობს გათიშვას და მერე ბატონობას. ეს არ გამოსდის. ეს მან ფულით სცადა, შემდეგ დაპატიმრებებით, მაგრამ იღებს საპირისპიროს. ამიტომ, თუ იქნება ერთობა და ამავდროულად მრავალფეროვნება, ერთობა მაჟორიტარების ნაწილში, იმიტომ რომ ხელისუფლების მიტაცებას ივანიშვილი კვლავ მაჟორიტარების საშუალებით ეცდება, მრავალფეროვნება კი იმას ჰქვია, რომ ძალიან ბევრი ამომრჩეველია, რომელსაც შეიძლება საერთოდ ახალი პარტია უნდა. ამიტომ ამის შესაძლებლობებიც უნდა არსებობდეს,“- განაცხადა „ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ.

საქართველოს პრეზიდნეტმა, სალომე ზურაბიშვილმა 15 მაისს გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ეს გადაწტყვეტილება არავის ზეწოლით და მითითებით არ მიუღია. აღნიშნა, რომ „ორ დამნაშავეს ქვეყანას ვერ გადააყოლებს”.

კომენტარები