კორონავირუსის ეპიდემიის დროს რუსეთში ექიმის ფანჯრიდან გადავარდნის მესამე შემთხვევა

რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებული სასწრაფო დახმარების ექიმი ალექსანდრე შულეპოვი საავადმყოფოს ფანჯრიდან გადავარდა. ინციდენტი ვორონეჟის ოლქში მოხდა. ამ ინფორმაციას „ინტერფაქსი“ ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროისთვის მამაკაცი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, ქალა-ფუძის მოტეხილობით იმყოფება.

ექიმმა ალექსანდრე შულეპოვმა, თავის კოლეგასთან, ალექსანდრე კოსიაკინთან ერთად ვიდეო ჩაწერა. ის ამბობს, რომ კორონავირუსი დაუდასტურდა და მუშაობის გაგრძელებას აიძულებენ. ექიმებს დამცავი ტანსაცმლით არ უზრუნველყოფენ. კორონავირუსზე ტესტირებას არ უკეთებენ.

ჯანდაცვის ადგილობრივ დეპარტამენტში ამ განცხადებებს სიცრუე უწოდეს.

რუსული მედია წერს, რომ ქვეყანაში კორონავირუსის ეპიდემიის დროს, ფანჯრიდან უკვე მესამე ექიმი გადავარდა.

კომენტარები