კორონავირუსის ვაქცინაციის მსურველთა გასარკვევად შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე 30 707 მსურველია დარეგისტრირებული

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ კორონავირუსის ვაქცინაციის მსურველთა გასარკვევად შექმნილ სპეციალურ ვებ – გვერდზე, დღეის მდგომარეობით, 30 707 მსურველია დარეგისტრირებული.
დარეგისტრირებულ მოქალაქეთა უმრავლესობას 29 503-ს „ფაიზერით“ ვაქცინაცია სურს.
„მოდერნას“ ვაქცინით აცრის სურვილი 15 223 ადამიანმა გამოთქვა. 6380 მოქალაქეს „ასტრაზენეკას“ გაკეთება უნდა, 4426 -მა კი „ჯონსონი და ჯონსონი“ აირჩია. „ნოვოვაქსით“ აცრის სურვილი 3142-მა ადამიანმა გამოთქვა, 1595 მოქალაქეს „სინოფარმით“ აცრა სურს, 350 -ს კი „სინოვაკით“.
წინასწარი რეგისტრაციის მიზანია ინფორმაციის მიღება COVID -19 ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობის შესახებ.
ასევე გეძლევათ ვაქცინებს შორის არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა. COVID-19 ვაქცინაციაში მონაწილეობა შეუძლია 18 წელზე უფროს მოსახლეობას.
ვაქცინაციისთვის წინასწარი რეგისტრაციის პორტალი

კომენტარები