კორონავირუსის ინფიცირების 897 ახალი შემთხვევა – განაწილება რეგიონების მიხედვით

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 24 592 კვლევა ტესტით, მათ შორის 18 536 კვლევა ანტიგენის ტესტით, 6 056  PCR ტესტით.

5 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.65, ბოლო 14 დღის განმავლობაში – 1.94%, ხოლო 7 დღის განმავლობაში 2.32 %.  კორონავირუსით კიდევ 10 ადამიანი გარდაიცვალა.

საქართველოში გამოვლენილია კორონავირუსის ინფიცირების 897 ახალი შემთხვევა.
განაწილება რეგიონების მიხედვით ასეთია:

თბილისი – 463

აჭარა – 83

იმერეთი – 88

ქვემო ქართლი – 41

შიდა ქართლი – 32

გურია – 31

სამეგრელო – ზემო სვანეთი – 96

კახეთი – 19

მცხეთა-მთიანეთი – 24

სამცხე-ჯავახეთი – 1

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 19

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 5 880, საიდანაც 1 892 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში.

მძიმე პაციენტია 357 პირი, რომელთაგან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 62.

269 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 3 719 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

სულ 6 ოქტომბრიდან – 5 აპრილის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 24 017 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 9 857 ადამიანი, საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 191 პირი.

კორონავირუსით ინფიცირების 284 958-ს შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 275 220, გარდაცვლილია 3 832 პაციენტი.

კომენტარები