„კორონავირუსის მკურნალობა ვისწავლეთ, – ყოველთვის უნდა ვიფიქროთ ცუდზე, რომ მივიღოთ კარგი“ – ინფექციონისტი

-„ჯანდაცვის სისტემამ ამ ინფექციის მკურნალობა ისწავლა, ის გართულებები, რომელიც ადრე იყო, თითქმის აღარ არის.

ხშირია, როცა უსიმპტომოდ მიმდინარეობს ვირუსი, ეს არის ყველაზე საშიში, მათ გარეგნულად არაფერი არ აღენიშნებათ, სინამდვილეში არიან ვირუსის მატარებლები. ყველა მოქალაქემ პირბადე სწორად უნდა გაიკეთოს, უნდა დაიცვას სოციალური დისტანცია. საგანგაშო მაშინ ხდება სიტუაცია, როდესაც მძიმე ფორმების რაოდენობა იმატებს და საჭირო ხდება მკურნალობაში ხელოვნური სუნთქვის აპარატის ჩარევა. ჩვენ ამ ეტაპზე ამ ინფექციამ დაგვინდო, მაგრამ არ უნდა დავუხაროთ თავი, არ შევეჩვიოთ მის არსებობას, ყოველთვის ფრთხილად უნდა ვიყოთ, რაც მთავარია, ყოველთვის უნდა ვიფიქროთ ცუდზე, რომ მივიღოთ კარგი.

ინფექცია კვლავ ჩვეულებრივად ვრცელდება, ამ ვირუსს აქვს ძალიან მაღალი გადამდებლობა. მიუხედავად იმისა, რომ რაოდენობამ მოიმატა, ზოგმა მეორე ტალღა დაარქვა და ზოგმაც მესამე, მაინც ეს არ არის კატასტროფა, – დაავადებათა შემტხვევების უმეტესობა და პრაქტიკულად თითქმის ყველა შემთხვევა არის საშუალო სიმძიმის და მსუბუქი მიმდინარეობის. შესაბამისად ჩვენი დიდი მნიშვნელობა უნდა მივანიჭოთ არა მკურნალობას, არამედ თავდაცვით ღონისძიებებს, რაც უფრო ეფექტიანი იქნება“, – განაცხადა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა და ინფექციონისტმა ირაკლი ხმალაძემ

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 3119 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 1435 შეადგენს. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

.

 

კომენტარები