კორონავირუსის ორგანიზმში მარტივად შეჭრა ცხვირიდან ხდება – პირბადის ტარება

-„ახალმა კვლევამ დაადგინა, რომ ადამიანის ცხვირის შესასვლელი მოფენილია ვირუსისთვის საინტერესო რეცეპტორებით. ჩაითვალა, რომ დღეისთვის ვირუსი ძალიან მარტივად შეჭრას იწყებს ცხვირიდან და შემდგომ იგი ქვემო სასუნთქ გზებში გადადის. პირბადის ტარება აუცილებელია.

მაქსიმალური სიფრთხილე გვმართებს, რომ დავიცვათ ჩვენი პირის და ცხვირის ღრუ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პირბადე არა მარტო პირს ფარავდეს, არამედ მჭიდროდ იყოს მორგებული ცხვირზე და პირზე“, – განაცხადა  ეპიდემიოლოგმა, ოთარ ჩოკოშვილმა,  „პალიტრა ნიუსის“ ეთერში.

 

 

კომენტარები