„კორონავირუსის პანდემია მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში შეიძლება გაგრძელდეს“

კორონავირუსის პანდემია მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში შეიძლება გაგრძელდეს.

-„მსოფლიოს ხუთი წელი დასჭირდება იმისთვის, რომ კორონავირუსის პანდემია სრულად გააკონტროლოს.

ვიტყოდი, რომ ხუთი წელი ის პერიოდია, რომელიც პანდემიის სრულად გასაკონტროლებლად დაგვჭირდება.

ამ მომენტში ვაქცინა კარგი გამოსავალი იქნებოდა, უამრავი კითხვები არსებობს ვაქცინის უსაფრთხოებასთან, წარმოებასა და სამართლიან განაწილებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა გამოცემა Financial Times-ის გლობალურ ვებინარში გამოსვლისას, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარმა მეცნიერმა სუმია სვამინატანიმ.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 4.3 მილიონი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 297 465 ადამიანი კი გარდაიცვალა.

კომენტარები