„კორონავირუსის პანდემია 2022 წელს შეიძლება დასრულდეს, მსოფლიოს მოსახლეობის 70% თუ…“ – ჯანმოს დირექტორი

კორონავირუსის პანდემია 2022 წელს შეიძლება დასრულდეს, მსოფლიოს მოსახლეობის 70% თუ აიცრება.

-„მომდევნო წელს პანდემიის დასრულება თუ გვსურს, უთანასწორობას ბოლო უნდა მოვუღოთ – 2022 წლის მეორე ნახევრისთვის თითოეულ ქვეყანაში მოსახლეობის 70% უნდა ავცრათ. კორონავირუსის „ომიკრონი“ ვარიანტი უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე „დელტა“ შტამი, უკვე ვაქცინირებული ან კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული პირების ინფიცირება შეუძლია“, – განაცხადა  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანო.

„ომიკრონის“ სახელწოდებით ცნობილი კორონავირუსის ახალი შტამი პირველად სამხრეთ აფრიკაში დაფიქსირდა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბოლო მონაცემებით, საქართველოს გარდა, „ომიკრონი“ მსოფლიოს კიდევ 89 ქვეყანაშია დაფიქსირებული.

კომენტარები