„კორონავირუსის პანდემიის გამო, 30 მილიონი ამერიკელი უმუშევარი დარჩა“

კორონავირუსის პანდემიის გამო, 30 მილიონი ამერიკელი უმუშევარი დარჩა. მხოლოდ გასულ კვირას უმუშევრობის კომპენსაციის მისაღებად მთავრობას 3,84 მილიონმა მოქალაქემ მიმართა. ამ ინფორმაციას აშშ-ის შრომის დეპარტამენტი ავრცელებს.

2020 წლის მარტამდე პერიოდში უმუშევრობის კომპენსაციის მისაღებად განაცხადს კვირაში მხოლოდ 100 000 ადამიანი ავსებდა. საერთო ჯამში, პანდემიის დაწყებამდე სახელმწიფოსგან დახმარებას 1,7 მილიონი მოქალაქე იღებდა.

უმუშევრობის დონე აშშ-ში ჯერ დადგენილი არ არის. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ, შესაძლოა, აპრილში ამ მაჩვენებელმა 20%-ს მიაღწიოს.

კომენტარები