„კორონავირუსის პანდემიის გამო სკოლების დახურვის შედეგად მსოფლიოს მასშტაბით, მთელი თაობა კატასტროფის წინაშე დგას“

კორონავირუსის პანდემიის გამო სკოლების დახურვის შედეგად მსოფლიოს მასშტაბით, მთელი თაობა კატასტროფის წინაშე დგას.

ამის შესახებ გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა განაცხადა.

-„მოსწავლეების სკოლებსა და სასწავლო დაწესებულებებში უსაფრთხოდ დაბრუნება მთავარი პრიორიტეტი უნდა გახდეს. COVID-19-ის პანდემიამ განათლების ყველაზე დიდი შეფერხება გამოიწვია. გაკვეთილების ტელევიზიით, რადიოთი და ინტერნეტით გაშვების მიუხედავად, ბევრი მოსწავლისთვის მაინც მიუწვდომელია.

კორონავირუსის გამო მსოფლიოს 160-ზე მეტ ქვეყანაში სკოლები დაიხურა, ეს ერთ მილიარდზე მეტ მოსწავლეს შეეხო და სულ მცირე 40-მა მილიონმა ბავშვმა სკოლამდელი ასაკის განათლების მიღება ვერ შეძლო.

ამან, შესაძლოა, ათწლეულების განმავლობაში მიღწეული პროგრესი უკან დახიოს, შესაძლებლობების უდიდესი პოტენციალი გაფლანგოს და არსებული უთანასწორობები კიდევ უფრო გაამწვავოს“, – განაცხადა ანტონიო გუტერეშმა.

კომენტარები