კორონავირუსის პანდემიის გამო ლუდი „კორონას“ წარმოება დროებით შეჩერდება

კორონავირუსის პანდემიის გამო ლუდი „კორონას“ წარმოება დროებით შეჩერდება. ამის შესახებ ნათქვამია Grupo Modelo-ს განცხადებაში, რომელსაც აღნიშნული ლუდის ბრენდი ეკუთვნის.

აღნიშნული გადაწყვეტილება ჯგუფმა მას შემდეგ მიიღო, რაც მექსიკის მთავრობამ კორონავირუსის ეპიდემიის ფონზე ლუდსახარშის საქმიანობა არაუცილებელ საქმიანობად შეაფასა.

ჯგუფის ბრენდების ექსპორტი მსოფლიოს 180 ქვეყანაში ხორციელდება.  წარმოება დროებით 5 აპრილიდან შეჩერდება.

კორონავირუსის ეპიდემიის გამო მექსიკის მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. დროებით შეაჩერა არააუცილებელი საქმიანობის განხორციელება.

მექსიკაში კორონავირუსით ინფიცირების 1 510 შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო 50 ადამიანი კი გარდაიცვალა.

კომენტარები