„კორონავირუსის საფრთხე არსად გამქრალა… რეალობა არის ის, რომ ამ პანდემიის დასასრულებლად“-ჯანმოს დირექტორი

კორონავირუსის ახალი შემთხვევების შემცირებისა და ვაქცინაციის მაჩვენებლის ზრდის მიუხედავად, კორონავირუსის საფრთხე არსად გამქრალა.

ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა.

-„კორონავირუსი კვლავ რეალური საფრთხეა. რეალობა არის ის, რომ ამ პანდემიის დასასრულებლად იდევ ბევრი სამუშაო გვაქვს გასაკეთებელი. გვიხარია, –  გლობალური მასშტაბით შემთხვევებისა და სიკვდილიანობის მაჩვენებელი მცირდება, მაგრამ ძალიან დიდი შეცდომა იქნება ნებისმიერი ქვეყნისთვის იმის ფიქრი, კორონავირუსის საფრთხე უკან ჩამოვიტოვეთ. ვირუსის შეკავების გზა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზომების მუდმივად გამოყენებასა და ვაქცინების სამართლიან განაწილებაზე გადის. მოსახლეობის, სულ მცირე, 10% სექტემბრის ბოლომდე, 30% წლის ბოლომდე აცრან“.

კომენტარები