კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ერთ წელიწადში

„ოპტიმისტური“ სცენარის შემთხვევაში, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ერთ წელიწადში იარსებებს, – ამის შესახებ Reuters-ი წერს.

ევროკავშირის მედიკამენტების სააგენტოს ხელმძღვანელის, მარკო კავალერის განცხადებით:

„ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ეს პროცესი დაჩქარდეს. საჭიროა, უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინის შექმნა.

ევროკავშირის მედიკამენტების სააგენტოს პრეროგატივაა ევროკავშირის ქვეყნებში ახალი მედიკამენტების დამტკიცება“.

მსოფლიოში კოვიდინფიცირების 4 227 400-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 1 512 700-ზე მეტი პაციენტი გამოჯანმრთელდა, 285 300-მდე ადამიანი კი დაიღუპა.

კომენტარები