კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ფართო მასებისთვის ხელმისაწვდომი გახდება – ენტონი ფაუჩი

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, სავარაუდოდ, რისკჯგუფებისთვის ხელმისაწვდომი ნოემბრის ბოლოდან ან დეკემბრის დასაწყისიდან იქნება, ფართო მოხმარებისთვის კი 2021 წლის აპრილისთვის იქნება.

ამის შესახებ აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა.  

-„ცხადია, ჩვენ მონაცემები დეტალურად უნდა შევისწავლოთ, თუმცა ეს მაღალი რეპუტაციის მქონე კომპანიაა, ამ მიმართულებით მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. ჯერ კიდევ არსებობს კითხვები ეფექტის ხანგრძლივობასთან დაკავშირებით, რამდენად ეფექტიანი იქნება ასაკოვან ადამიანებში ახალგაზრდებთან შედარებით,საბოლოო ჯამში, ვაქცინა 90%-ით ეფექტიანია.

ეს არ არის ერთადერთი კომპანია, რომელიც ამ ტიპის ვაქცინაზე მუშაობს. მოდერნაც მუშაობს იდენტურ თუ არა, ძალიან მსგავს პრეპარატზე, მალე მისი ტესტირების შედეგებიც გახდება ცნობილი. შესაბამისად, მოსალოდნელია, – მალე ერთზე მეტი ეფექტიანი ვაქცინა გვექნება.

ამჟამად ვიცით, სავარაუდოდ, კომპანია ვაქცინის დამტკიცებას, დაჩქარებული წესით მოითხოვს. სიმართლე გითხრათ, ამაში დარწმუნებული ვარ, ყველაფერი თუ კარგად წარიმართა, ხალხი ვაქცინის მიღებას უკვე ნოემბრის ბოლოდან ან დეკემბრის დასაწყისიდან შეძლებს, ალბათ უფრო დეკემბრიდან. ჩვენ ვაქცინის უსაფრთხოების მიმართულებით ყველა დეტალი ხელახლა უნდა გავიაროთ, თუმცა, ვვარაუდობ, ის ხელმისაწვდომი წლის ბოლომდე იქნება” – განაცხადა ფაუჩიმ CNN-თან.

Pfizer / BioNTech-ის კორონავირუსის ვაქცინა 90%-ით ეფექტურია

კომენტარები