კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის რეპროდუქციულ სისტემასთან კავშირი- ბიძინა კულუმბეგოვის განმარტება

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას რეპროდუქციულ სისტემასთან კავშირი არ აქვს.

ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა.

-„მსგავსი ტიპის მონაცემები, – გენეტიკური ინფორმაცია შეგვეცვლება, ჩვენს რეპროდუქციულ უნარზე იმოქმედებს, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, მსგავსი ვაქცინის კვლევისა და მისი გამოყენების არც ერთ ეტაპზე არ გამოვლენილა, ამიტომ მოსახლეობას არ უნდა ეშინოდეს.

ეს მიზანმიმართული კამპანიაა არა იმისთვის, რომ გადაარჩინოს ადამიანები, – პირიქით, ამის უკან სერიოზული საფრთხეა. არ შეიძლება, ვაქცინას ჰქონდეს რეპროდუქციულ ცვლაზე გავლენა, ერთადერთი შეიძლება ითქვას, იყო ერთი ნიუანსი, Pfizer-ისა და Moderna-ს ​ შემთხვევაში, ქალბატონების პლაცენტის ცილის მსგავსებაზე იყო საუბარი სპაიკ ცილასთან, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ნაადრევი აბორტი და ა.შ. მაგრამ, ესეც მეცნიერულად გადამოწმდა, ნახეს, რომ არავითარი ნათესაობითი კავშირი პლაცენტის ცილასთან ამ სპაიკ ცილასთან, რომელიც ვაქცინის შემდგომ ჩვენს ორგანიზმში სინთეზირდება, არ აღმოაჩნდა. ამიტომ, ეს შეხედულება გაბათილებულია.

არსებობდა მოსაზრება, Pfizer-ისა და Moderna-ს ვაქცინები ნაადრევ აბორტს იწვევს, ეს მოსაზრება მეცნიერულად არ დადასტურდა“.

კომენტარები