კორონავირუსის სიმძიმესა და პაციენტის სისხლის ჯგუფს შორის კავშირი
გერმანელმა და ნორვეგიელმა მეცნიერებმა კვლევა ჩაატარეს. კვლევის შუალედურ შედეგებზე Deutsche Welle წერს.
მეცნიერებმა COVID-19-ით ინფიცირებული 1 610 პაციენტი გამოიკვლიეს იტალიიდან და ესპანეთიდან. მათ დაავადების მძიმე ფორმა ჰქონდათ. მათი დნმ-ის მოლეკულები შეისწავლეს. დადგინდა, რომ მე-2 ჯგუფის სისხლის მქონე პაციენტებში COVID-19-ის მძიმე ფორმის განვითარების ალბათობა გაცილებით მაღალია. პირველი ჯგუფის სისიხლის მქონე პაციენტებთან შედარებით ეს მაჩვენებელი ორჯერ მაღალია.
კვლევის შუალედური შედეგის დადასტურების შემთხევვაში, ამას SARS-CoV-2-ით გამოწვეული პნევმონიის მკურნალობის მეთოდის გამომუშავებისთვის დიდი მნიშვნელობა ექნება. კავშირი ადამიანის სისხლის ჯგუფსა და დაავადების მიმდინარეობის შორის სხვა ავადმყოფობების შემთხვევაშიც არის, – პირველი ჯგუფის სისხლის მქონე პაციენტებს მალარიის მძიმე ფორმები იშვიათად აღენიშნებათ, მეორე ჯგუფის სისხლის მქონე ადამიანები ჭირს შედარებით მარტივად იტანენ.