კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 89 მილიონს გადააჭარბა
მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 89 მილიონს გადააჭარბა. ამ მონაცემებს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი აქვეყნებს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსის 89 016 696 შემთხვევა გამოვლინდა, 1 916 357 ადამიანი გარდაიცვალა, 49 522 958 – გამოჯანმრთელდა.
ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით, აშშ კვლავ პირველ ადგილზეა. ქვეყანაში კოვიდინფიცირების 21 872 875 შემთხვევა გამოვლინდა, 368 953 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.