„კორონავირუსის შესუსტებას რომ არაფერი კავშირი აქვს სითბოსთან, ეს ბევრმა“-მაია ბუწაშვილი

ინფექციონისტმა, მაია ბუწაშვილმა „ფორმულას“ ეთერში განაცხადა:

-„კორონავირუსის შესუსტებას რომ არაფერი კავშირი აქვს სითბოსთან, ეს ბევრმა მაგალითმა გვიჩვენა, თუნდაც ინდოეთმა. რაღაც კუთხით შეიძლება ზაფხული დადებითად მოქმედებდეს, რადგან უფრო გარეთ და ღია სივრცეშია ხალხი, მაგრამ საერთო ეპიდემიოლოგიურ სურათს ზაფხულის სეზონი დიდად არ ცვლის“

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, კორონავირუსის „ინდური შტამი“ სულ მცირე 17 სახელმწიფოში დაფიქსირდა.  წერს BBC.

ვარიანტის B.1.617 ყველაზე მეტი შემთხვევა დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და სინგაპურშია გამოვლენილი.

საქართველოში „ინდური შტამი“ ამ ეტაპზე არ დაფიქსირებულა.

კომენტარები