„კორონავირუსის წარმოშობის ყველაზე რეალური ვერსია ვუჰანის ლაბორატორიას უკავშირდება“-CDC-ის ყოფილი ხელმძღვანელი
„COVID-19“ ჩინეთის ქალაქ ვუჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტის ლაბორატორიაში შეიქმნა. ამის შესახებ აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრის (CDC) ყოფილმა ხელმძღვანელმა, რობერტ რედფილდიმ CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.
-„ჩემი აზრით, კორონავირუსის წარმოშობის ყველაზე რეალური ვერსია ვუჰანის ლაბორატორიას უკავშირდება. ვირუსმა ლაბორატორიიდან გაჟონა, ეს განზრახ არ გაუკეთებიათ. არაფერია გასაკვირი იმაში, რომ შეიძლება ლაბორატორიაში მომუშავე თანამშრომელი დაინფიცირდეს პათოგენით“, – განაცხადა CDC-ის ყოფილმა ხელმძღვანელმა, მას არ სჯერა ვერსიის, კორონავირუსი ღამურადან ადამიანზე გადავიდა, მოკლე დროში კ ერთ-ერთი ყველაზე გადამდები დაავადება გახდა. როდესაც პათოგენი ცხოველიდან ადამიანზე გადადის, ეფექტურობის ზრდისთვის გარკვეული დრო სჭირდება.