კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინის შემუშავებაში ჩართულმა კომპანიამ პრეპარატის ადრეული დადებითი შედეგები გამოაცხადა – ვაქცინის ტესტირებაში 18-დან 55 წლამდე ასაკის 45 პაციენტი

ბიოტექნოლოგიურმა კომპანია Moderna Inc  კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინის შემუშავებაშია ჩართული.

ბიოტექნოლოგიურმა კომპანია Moderna Inc.-მა  ადრეული დადებითი შედეგები გამოაცხადა.

კომპანიაში აცხადებენ, რომ პაციენტებს დაავადების თავიდან ასაცილებლად ანტისხეულები გამოუმუშავდათ.

ვაქცინის ტესტირებაში 18-დან 55 წლამდე ასაკის 45 პაციენტი მონაწილეობს. მათ ექსპერიმენტული პრეპარატის 25, 100 ან 250 გრამის დოზა შეუყვანეს. ბუსტერ-დოზის მიღების შემდეგ ანტისხეულების დონე იმ პაციენტებში, რომლებმაც პრეპარატის 25 და 100 გრამის დოზა მიიღეს, ისეთივე ან უფრო დიდი იყო, როგორც კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულ პაციენტებში.

განცხადებით,

-„შედეგები ამაზე უკეთესი არც კი შეიძლება ყოფილიყო. „ეს ძალიან კარგი ნიშანია, რომელიც იმაზე მიუთითებს, რომ ანტისხეულს ვაწარმოებთ, რომელსაც ვირუსის კვლავ წარმოების შეჩერება შეუძლია“, – განაცხადა Moderna Inc.-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, სტივენ ბენსელიმ.

ექსპერიმენტული ვაქცინა, mRNA-1273 ზოგადად უსაფრთხო და კარგად გადამტანი აღმოჩნდა პაციენტებს შორის. შემდგომი ტესტირება ივლისში დაიწყება.

კომენტარები