„კორონავირუსის ჰოსპიტალიზაციის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება სიმსუქნე იყოს“ – თენგიზ ცერცვაძე

-„ნიუ-იორკში ჩაატარეს კვლევა 4 ათასზე მეტ კოვიდიან პაცინეტში. მივიდნენ საინტერესეო დასკვნამდე, – სიმსუქნე არის მეორე რისკ-ფაქტორი, ასაკის შემდეგ, ჰოსპიტალიზაციის პირობებში.

ეს კვლევა საკმარისია იმის სახსენებლად, რამდენად უარყოფითია სიმსუქნე კოვიდ ინფექციის დროს. სიმსუქნე, ზოგადად, ხშირად ასოცირდება ისეთ დაავადებებთან, რომელიც თავის მხრივ რისკ-ფაქტორია.

ამერიკაში ბევრი 60 წელს ქვემოთ ადამიანი დაიღუპა. ახალგაზრდების გარდაცვალების მიზეზი  სწორედ სიმსუქნე იყო.

ორონავირუსის ჰოსპიტალიზაციის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება სიმსუქნე იყოს“, – განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ „იმედის“ ეთერში. 

კომენტარები