კორონავირუსის 1 595 ახალი შემთხვევა – 6 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსის 1 595 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში 6 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.  ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 178-მდე გაიზარდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 22 803 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 398 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 9 401.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4 408 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 3 155 ადამიანი, კოვიდსასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა კი 1 848-ს შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

შეგახსენებთ, საქართველოში გუშინ კორონავირუსის 1 351 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

კომენტარები