კორონავირუსის 1 852 ახალი შემთხვევა, 7 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსის 1 852 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 696 პაციენტი. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში 7 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. 7 ადამიანი გარდაიცვალა, აჭარაში – 6 ადამიანი, ხოლო კახეთში – 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 342 გარდაცვალების შემთხვევა.

1 852 ახალი დადასტურებული შემთხვევა. პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს – 42 579.

ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 1 696 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 26 800-მდე გაიზარდა.

1 852 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით:

თბილისში გამოვლენილია 650 შემთხვევა, აჭარაში – 389, იმერეთში – 441, ქვემო ქართლში – 68, შიდა ქართლში – 51, გურიაში – 28, სამეგრელოსა და ზემო სვანეთში – 114, კახეთში – 20, მცხეთა-მთიანეთში – 51, სამცხე-ჯავახეთში – 27, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 13.

ამ ეტაპზე, აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 15 411. 4 293 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 125, აჭარაში – 709. მძიმე პაციენტი არის 519, მათ შორის, თბილისში – 279, აჭარაში – 86. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 230 ადამიანი – მათ შორის, თბილისში – 100, აჭარაში – 83. 2 236 პირი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 077 – აჭარაში, ხოლო 837 – თბილისში. 8 882 ადამიანი მკურნალობს ბინაზე.

საკარანტინე სივრცეში გვყავს 2 977 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 609, აჭარაში-1 419.

სულ 6 ოქტომბრის – 1 ნოემბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია – 10 982 პირი.

დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 29 876 ადამიანი, საიდანაც თბილისში – 2 867 პირი, აჭარაში – 13 341, იმერეთში – 3 813.

 

კომენტარები