კორონავირუსის 1 857 ახალი დადასტურებული შემთხვევა – თბილისში გამოვლენილია 754 შემთხვევა
საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირების 1 857 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 993 პირი, ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 227 208-მდე. კორონავირუსით გარდაცვალების 24 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 820 პირი ემსხვერპლა.