კორონავირუსის 1 872 ახალი შემთხვევა – 14 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსის 1 872 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში 14 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ინფორმაცია ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

913 შემთხვევა თბილისში გამოვლინდა, აჭარაში – 296, იმერეთში – 337 , სამეგრელო ზემო-სვანეთი – 90, ქვემო ქართლში -89, შიდა ქართლში – 54, კახეთში – 13, გურიაში – 32, მცხეთა მთიანეთი – 30, სამცხე-ჯავახეთი – 11, რაც შეეხება რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 7 ახალი შემთხვევა.

ამ დროისთვის 401 მძიმე პაციენტია, აქედან 159-ს თბილისში, 80-ს აჭარაში მკურნალობენ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 30 303 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 11 370, გარდაიცვალა 215 პაციენტი.

კარანტინის რეჟიმში 4 112 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 3 766, კოვიდ-სასტუმროში – 2 268, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კომენტარები