კორონავირუსის 158 ახალი შემთხვევა – „თუ ჩავთვლით, საფრთხემ უკვე ჩაიარა, ეს იქნება ყველაზე დიდი საფრთხის შემცველი“ – თენგიზ ცერცვაძე

საქართველოში კორონავირუსის 158 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 9 პაციენტი  გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

-„მოსახლეობა განებივრებული იყო, ერთეული შემთხვევები ფიქსირდებოდა დღიურად. ბევრმა ირწმუნა, საფრთხემ უკვე ჩაირა, რეგულაციებს არ ასრულებდა.

თუ საზოგადოება ჩათვლის,  საფრთხემ უკვე ჩაიარა, ეს იქნება ყველაზე დიდი საფრთხის შემცველი. მოსახლეობამ ზედმიწევნით უნდა შეასრულოს რეგულაციები, – პირბადის ტარება, სოციალური დისტანცირება, ხალხმრავალი შეკრებებისგან თავის არიდება, ხელების ჰიგიენა.

მინდა ყველამ გაითავისოს, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო აქამდე ყველა ქვეყანაზე უკეთესად გაუმკლავდა COVID-19-ის ინფექციას, საფრთხე ჩავლილი არ არის, ჩვენ თუ ჩავთვლით, რომ საფრთხემ უკვე ჩაიარა, ეს იქნება ყველაზე დიდი საფრთხის შემცველი“, – განაცხადათბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 2075 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 1 363-ს შეადგენს. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5882 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 390. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კომენტარები