კორონავირუსის 170 ახალი შემთხვევა – აჭარაში 124, თბილისში 20, ქუთაისში 14

საქართველოში კორონავირუსის 170 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაცია stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 2562 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა  1381-ს შეადგენს. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6633 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

-„კოვიდინფიცირების 170 შემთხვევიდან 88 არის დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტი, 50 მოგზაურობის ისტორიით, 4 საკარანტინო სივრციდან, დანარჩენი არის ცხელების ცენტრებში დადასტურებული შემთხვევები, რომელთა კონტაქტების მოძიება გრძელდება..

170 შემთხვევა რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება: 124 აჭარა-ბათუმი, 20 თბილისი, 13 ქუთაისი, 6 სამეგრელო-ზემო სვანეთი – ზუგდიდი, 3 გურია-ოზურგეთი, 3 მცხეთა-მთიანეთი – მცხეთა და ერთი რაჭა-ლეჩხუმი – ცაგერი.

ამ დროისთვის კოვიდცენტრებში 1154 პაციენტი მკურნალობს“, – განაცხადაინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ.

კომენტარები