კორონავირუსის 2 058 ახალი შემთხვევა -529 ადამიანი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის 2 058 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 529 ადამიანი გამოჯანმრთელდა.ბოლო 24 საათში საქართველოში 22 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 18 149 კვლევა ტესტით, მათ შორის 11 095 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 054 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 058 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 238 086-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 529 პირი, ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 224 718-მდე. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 22 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 750 პირი ემსხვერპლა.

ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 238 086 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 224 718-ს შეადგენს. გარდაიცვალა 2750 მოქალაქე.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 058 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 808 შემთხვევა, აჭარა – 107, იმერეთი – 363, ქვემო ქართლი – 150, შიდა ქართლი – 165, გურია – 36, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 183, კახეთი – 131, მცხეთა-მთიანეთი – 62, სამცხე-ჯავახეთი – 38, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 15.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 10 592, საიდანაც: 3 867 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 874, აჭარაში – 352, იმერეთში – 725. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 847 პირი, მათ შორის, თბილისში – 382, აჭარაში – 75, იმერეთში – 198. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 265 პირი, მათგან თბილისში – 174, აჭარაში – 11, იმერეთში – 30. 754 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 213 – თბილისში, 466 – აჭარაში, 24 – იმერეთში. 5 971 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 512 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 190, აჭარაში – 40, ხოლო იმერეთში – 24.

სულ 6 ოქტომბრიდან – 8 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 21 406 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 22 518 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 13 113 პირი, აჭარაში – 1 884, იმერეთში – 2 358“.

 

 

კომენტარები