კორონავირუსის 2 775 ახალი შემთხვევა, თბილისში – 1 044, – 22 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსის 2 775 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

2 775 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 044 შემთხვევა, აჭარაში – 503, იმერეთში – 526, ქვემო ქართლში – 207, შიდა ქართლში – 177, გურიაში – 89,სამეგრელო – ზემო სვანეთში – 117, კახეთში – 36, მცხეთა-მთიანეთში – 43, სამცხე-ჯავახეთში – 25, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 8.

გასული 24 საათში საქართველოში 22 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.

შორის თბილისში – 8, აჭარაში – 6, იმერეთში – 7, ხოლო ქვემო ქართლში – 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ 423 გარდაცვალების შემთხვევაა.

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 15 332 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება. 4 489 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, 638 – მძიმე პაციენტია, აქედან ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 293. 2 446 ადამიანი კოვიდსასტუმროში იმყოფება, 8 397 კი სახლში მკურნალობს. საკარანტინო სივრცეში 3 160 ადამიანია მოთავსებული. დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაშია 28 690 ადამიანი.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 51 993 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 37 019-ს შეადგენს. გარდაიცვალა 423 მოქალაქე. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კომენტარები