კორონავირუსის 2 970 ახალი შემთხვევა – 22 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსის 2 970 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 348 პაციენტი. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში 22 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.თბილისში – 11 , აჭარაში – 4, იმერეთში – 6, ხოლო ქვემო ქართლში – 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 521 გარდაცვალების შემთხვევა.

დღეს გამოვლენილი 2 970 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით:

თბილისში გამოვლენილია 1 130 შემთხვევა, აჭარაში – 653, იმერეთში – 463, ქვემო ქართლში – 90, შიდა ქართლში – 105, გურიაში – 67, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 202, კახეთში – 94, მცხეთა-მთიანეთში – 93, სამცხე-ჯავახეთში – 49, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 24.

ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 15 713. 4 709 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 361, აჭარაში – 732. მძიმე პაციენტი გვყავს 656, მათ შორის, თბილისში – 341, აჭარაში – 109. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 265 პირი – მათ შორის, თბილისში – 153, აჭარაში – 60. 3 066 პირი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 542 – აჭარაში, ხოლო 1 053 – თბილისში. 7 938 ადამიანი მკურნალობს ბინაზე.

საკარანტინე სივრცეში გვყავს 2 765 პირი, მათ შორის, თბილისში – 557, აჭარაში-1 290.

სულ 6 ოქტომბრიდან – 9 ნოემბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია – 13 797 ადამიანი.

დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 37 303 პირი, საიდანაც თბილისში არის 6 325 ადამიანი, აჭარაში – 15 021, იმერეთში – 4 246“, – განაცხადა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.

პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 63 650 -ს შეადგენს, ჯამში, ქვეყანაში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 47 390-მდე გაიზარდა. გარდაიცვალა 521 პაციენტი.

 

კომენტარები