კორონავირუსის 3 071 შემთხვევა, 34 ადამიანი გარდაიცვალა – 886 მძიმე პაციენტია

საქართველოში კორონავირუსის 3 071 შემთხვევა დადასტურდა.

დღეს გამოვლენილი ინფიცირების 3 071 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 314 შემთხვევა, აჭარა – 523, იმერეთი – 264, ქვემო ქართლი – 104, შიდა ქართლი – 44, გურია – 106, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 232, კახეთი – 214, მცხეთა-მთიანეთი – 165, სამცხე-ჯავახეთი – 84, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 21.

25 ნოემბერს საქართველოში კორონავირუსით 34 ადამიანი გარდაიცვალა. ამჟამად გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 1085-ს შეადგენს.

ამ ეტაპზე საქართველოში 886 მძიმე პაციენტია, თბილისში – 405, აჭარაში – 140, იმერეთში – 214. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 324 პირი, მათგან თბილისში – 165, აჭარაში – 49, იმერეთში – 42.

3 723 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის 1 108 – თბილისში, 2 047 – აჭარაში, 262 – იმერეთში. 8 329 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 2 071 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 434, აჭარაში -1 021, ხოლო იმერეთში -33.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 114 889 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 95 581-ს შეადგენს. გარდაიცვალა 1 085 მოქალაქე.

კომენტარები