კორონავირუსის 3 759 შემთხვევა – გარდაიცვალა 36 პაციენტი

გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 3 759 შემთხვევა გამოვლინდა, ინფიცირებულთა რაოდენობა 139 343-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა 3 574 პაციენტი, საერთო რაოდენობა 117 560-ს შეადგენს. გარდაიცვალა 36 პაციენტი, სულ გარდაცვლილია 1 303 ადამიანი. ინფიცირების 20 454 აქტიური შემთხვევიდან, 1003 პაციენტის მდგომარეობა მძიმედ ფასდება.

დღეს გამოვლენილი ინფიცირების 3 759 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით:

თბილისში გამოვლენილია 1 595 შემთხვევა, აჭარაში-623, იმერეთში-392, ქვემოქართლში-139, შიდაქართლში-127, გურიაში-152, სამეგრელო-ზემოსვანეთში-237, კახეთში-253, მცხეთა-მთიანეთში-126, სამცხე-ჯავახეთში-72, რაჭა-ლეჩხუმსადაქვემოსვანეთში-43.

სუნთქვის აპარატზე 376 პირი იმყოფება. აქტიური შემთხვევა არის 20 454. მათ შორის, 6 366 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში-2 744, აჭარაში-997, იმერეთში-1 256.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 003 პირი, მათ შორის, თბილისში-452, აჭარაში-152, იმერეთში-236. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 376 პირი, მათგან თბილისში-185, აჭარაში-56, იმერეთში-44.

3 708 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის 1 243-თბილისში, 1 920-აჭარაში, 266-იმერეთში. 10 380 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს გადისსაცხოვრებელ ბინაზე.

 

 

კომენტარები