კორონავირუსის 3 768 ახალი შემთხვევა – 41 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 3 768 ადამიანს დაუდასტურდა, 4 055 კი გამოჯანმრთელდა.

დღეს გამოვლენილი ინფიცირების 3 768 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით:

თბილისში გამოვლენილია 1 443 შემთხვევა, აჭარაში – 676, იმერეთში – 541, ქვემო ქართლში – 183, შიდა ქართლში – 165, გურიაში – 52, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 363, კახეთში – 130, მცხეთა-მთიანეთში – 96, სამცხე-ჯავახეთში – 95, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 24.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 96 860 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 77 932-ს შეადგენს. გარდაიცვალა 894 მოქალაქე. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

გასული 24 საათში საქართველოში 41 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა, თბილისში – 19, აჭარაში – 5, იმერეთში – 12, ქვემო ქართლში – 2, ხოლო მცხეთა-მთიანეთში – 3 ადამიანი გარდაიცვალა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე ვირუსს სულ 894 ადამიანი ემსხვერპლა.

კორონავირუსით ინფიცირების აქტიურ შემთხვევათა საერთო რიცხვი ამ ეტაპზე საქართველოში 18 336-ს შეადგენს. მხოლოდ გასულ დღე-ღამეში ქვეყანაში ვირუსის 3 697 შემთხვევა გამოვლინდა. ყველაზე მეტი, 1 256 ფაქტი კვლავაც თბილისში აღირიცხა. 664 შემთხვევით მეორე ადგილზე აჭარა, 538-ით კი მესამეზე იმერეთი.

 

კომენტარები