კორონავირუსის 3 801 ახალი შემთხვევა – 39 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა
საქართველოში კორონავირუსის 3 801 ახალი შემთხვევა დადასტურდა. 3 200 გამოჯანმრთელდა.
დღეს გამოვლენილი ინფიცირების 3 801 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 293 შემთხვევა, აჭარა – 475, იმერეთი – 793, ქვემო ქართლი – 270, შიდა ქართლი – 232, გურია – 80, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 371, კახეთი – 129, მცხეთა-მთიანეთი – 70, სამცხე-ჯავახეთი – 62, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 26.
გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში 39 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 118 690 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 98 781-ს შეადგენს. გარდაიცვალა 1124 მოქალაქე.
კარანტინის რეჟიმშია 2071 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 6145 პაციენტი. კოვიდ სასტუმროში 3 723 ადამიანი იმყოფება.