კორონავირუსის 3473 ახალი შემთხვევა – 37 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსის 3473 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირებულთა რაოდენობა 73 154-მდე გაიზარდა.

ყველაზე მეტი თბილისში დაფიქსირდა.

დღეს გამოვლენილი 3 473 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით:

თბილისში გამოვლენილია 1 493 შემთხვევა, აჭარა – 448, იმერეთი – 513, ქვემო ქართლი – 190, შიდა ქართლი – 175, გურია – 55, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 287, კახეთი – 98, მცხეთა-მთიანეთი – 119, სამცხე-ჯავახეთი – 72, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 23. 

გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში 37 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. სულ გარდაცვლილია 636 ადამიანი. 

ბათუმში, კორონავირუსით 32 წლის ქალი გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, კლინიკაში შეყვანის შემდეგ ჩატარებული კვლევებით დადგინდა, რომ პაციენტს ფილტვების 80% დაზიანებული ჰქონდა. სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

კარანტინის რეჟიმშია 2 447 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება 4 957 ადამიანი, კოვიდ სასტუმროში კი 3 413 პაციენტი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კომენტარები